,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება:
აგე, კიდე გაჭედა “ გოიმმა ჰიფსტერმა”…
2003-2012 წლებში ნამდვილად წყდებოდა საქართველოს ბედ-იღბალი ბრიუსელში, მოსკოვსა და ვაშინგტონში და მაგას მისტირით შენ და შენი ჯიშის პოლიტიკოსები, თუმცა თქვენმა მატარებელმა კარგა ხანია ჩაიქროლა.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი გამომდინარეობს დღევანდელი ქართული პოლიტიკიდან და შესაბამისად, საგარეო ორიენტირი, გეო-პოლიტიკური მოსწრაფებები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საქართველოშივე ისაზღვრება და ისახება ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.
ასე, რომ რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ რეალობა ეგ არის და ეგ გაგიჟებთ…
ერთში კი მართალი ხარ “ჰიფსტერ”!
უკრაინის ბედი კარგა ხანია კიევის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში წყდება და ამიტომაცაა, რომ კლოუნი ზელენსკი ხან ვაშინგტონს ემათხოვრება და ხან ბუენოს აირესს…
სამწუხაროდ, ასეთია “ აგენტოკრატების” ბედი!
კომენტარები