კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.
„მთავარსარდალმა სალომემ და კაპიტანმა გიგაურმა, გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმური წვრთნა – მარშ ევროსკავშირისკენ! შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს, მიაწვდინეს ხმა! აქციამ, ყველა Voice-ს და Post-ის მოწონება დაიმსახურა!“ – წერს ხაინდრავა X-ზე.
კომენტარები