შეფმზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
ცოტა საინტერესო, ალბათ უფრო ჩემთვის სასიხარულო და უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ….
ამასწინათ ჩემი ტაჯიკი თანამშრომელი ღვიძლს არჩევდა, მისმა მეგობარმა ტაჯიკმა მიმტანმა შემოსძახა:-რას აკეთებ ნაჯიკ?ამან ტაჯიკური ჩართა მყისიერად (აზიელ მეგრელებს ვეძახი, იგივე ემართებათ ამათაც ერთმანეთის დანახვაზე)…-ჯიგარს ვარჩევ!ის ვარჩევ ვერ გავიგე მაგრამ მივხვდი და პირი ღია დამრჩა!აღმოჩნდა რომ ჯიგარი ტაჯიკებთანაც ჯიგარია.ვუთხარი ჩვენთან სიყვარულს გამოხატვისა დროსაც ვხმარობთ ამ სიტყვასმეთქი…ამათმაც იგივე მითხრეს! გოგო თუ გვიყვარს და ახლობელია. “ჩემო ჯიგარო” ასე მივმართავთო….მე რა გამაჩერებდა ?!აღმოჩნდა რომ სურათიც სურათია…მადლობა, მადლობათ… (სალიტერატორო ენაში შემორჩაო)..და საერთოდ გუშინ ქარულ ფილმს ვაყურებინე, თავისი სურვილით გადაწყვიტა საქართველოზე უფრო მეტი გაიგოს. და ადათი რომ გაიგო, ნაჯიკამ ყურები ცქვიტა და ადათიც იგივე მნიშვნელობით ქონიათ ხმარებაში….არის სოფლები სადაც დედა და მამა, დედა და მამაა!კიდევ ბევრი მსგავსი სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით, მაგრამ საოცარი ისაა რადიკალურად გასხვავებულია ჩვენი ენები…გარეგნობით კავკასიელების მსგავსები არიან, ამ შუა აზიელებისგან ძალიან განსხვავებულები, უფრო კარგები ვიდრე სხვები….ისაც ვიცი რომ აქ აზიაში ერთადერთი ინდო-ევროპელები ესენი არიან!მამაჩემს ჯარში ტაჯიკი მეგობრები ყავდა და სულ იძახდა მაგათზე კარგი და ერთგული ხალხი არ შემხვედრიაო…მეც აქ რომ არავინ მყავს არც ქართველი და არც არავინ ესენი ქართველებად გავიხადე ამ ყველაფრიდან გამომდინარე…ზაფხულში ქორწილში ვარ დაპატიჟებული და იმედია წავალ, აი ქართულ ქორწილში თუ ამოვყავი თავი მერე მეძებეთ გულდასმით !ეხლა ყველაფერი უნდა გამოვიკვლიო, გამოვიძიო, ტაჯიკისტანში წავიდე და ვნახო იქაურობა და იქაურები!
ჭირი იქა, ლხინი მანდა, ქატო იქა ფქვილი მანდა.
კომენტარები