პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია:
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ სანამ სრული დეოკუპაცია მოხდება, მანამდე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებითად არ შეიცვლება.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ვალდებულია რომ გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე რისკები შეამციროს.ენგურჰესი არის ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო წნეხისთვის აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმზე.ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ენგურჰესი თითქმის მთლიანად ემსახურება საოკუპაციო რეჟიმს.90-იან წლებში იყო შეთანხმება ენერგიის განაწილებაზე 60%-40%-ზე პროპორციით. ეს არ იყო სასურველი შეთანხმება, მაგრამ ეს იქნა მაშინ მიღწეული.ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% და ზოგჯერ მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს .კითხვა ისმის, რატომ?მტერთან კომპრომისი შეიძლება შედგეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის აკეთებს ხელისუფლება ამას?რატომ ვაფინანსებთ და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას?რაში იცვლება ეს, თუკი ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ჩვენი მტერი არანაირ ფასს არ იხდის.ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადგილი აქვს გარიგებას, ან პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურ გარიგებას ჩვენს მტერთან, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ან კომერციულ, კორუფციულ გარიგებას, რაზეც მრავალი ვერსიაა გამოთქმული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება და ამისთვის გამოიყენება ელექტროენერგია.ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ამ კომერციულ ინტერესში ჩართული არის ვიღაც საქართველოს ხელისუფლებიდან.სხვა ახსნა, გარდა ჩვენი მტრების პირდაპირი ხელშეწყობისა და/ან კორუფციისა, ამ ტენდენციას არ აქვს.განსხვავებით 90-იანი წლებისგან ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელი პერიოდისგან, ენგურჰესის გამომუშავების წილი მით უმეტეს ის წილი, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, საქართველოს საერთო მოხმარებაში ძალიან შემცირდა იმიტომ, რომ გაიზარდა მოხმარებაც და გაჩნდა ელექტროენერგიის სხვა წყაროებიც.ჩვენ დღეს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთის მარიონეტებზე.ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ვითარება არ გამოსწორდება, მთლიანად ჩაიკეტება ენგურჰესი მათთვის.დღეს ჩვენ ეს შეგვიძლია მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე ჩვენი ენერგეტიკისთვის.ეს არის საკითხი, რომელსაც ნორმალურ პირობებში, უნდა იძიებდეს უსაფრთხოების სამსახური, ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საბოტაჟთან პირდაპირი გაგებით.
როცა ვლაპარაკობთ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გასამართლდნენ ჩვენი მოქალაქეების მკვლელები, გასამართლება კი არა, ვაფინანსებთ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას”
კომენტარები