“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძის წერილს ეხმაურება და წერს:
ლაშა ბუღაძის ნააზრევი ევროპულ საქართველოზე.
ეს ფელეტონისტი რომ პოლიტიკურ ანალიზს ბედავს ბოლშევიკების ბრალია.
დახოცეს ვისაც ჭკუა ჰქონდა.
და სანამ ტვინის რეგენერაცია
მოხდება, ასეთები შეგვჭამენ პრეტენზიებით, რომ რაღაც
ესმით ამ საქმეში – ამისთვის დაიქირავებენ
მამა-შვილი ბუღაძეების პოლიტიკური ანალიზი მეთქი ვიტყოდი, მაგრამ იმ
კაცს რას ვერჩი.
იმას არ აქვს პრეტენზია ერის მამობაზე, უბრალოდ მიშა უყვარს ძალიან
….
ოლიგარქიული სისტემის ყველა მოსამსახურეს, მნიშვნელობა არ აქვს ლაშა ბუღაძეა, თუ მაგდა ანიკაშვილი, ვთხოვ ყურადღება მიაპყროს ევროპული საქართველოს კონფერენციას
აქ ის ხალხია “ვინც არ მძულს”
ეს ხალხი თქვენთვის არავინ და არაფერია, იმიტომ რომ თქვენთვის ყველა და ყველაფერი საკუთარი თავი და ისაა ვინც პირში ლუკმას გიდებთ, როგორც სელაპს.
მართალია, მე თქვენ მძულხართ.
მძულხართ სისტემურად და არა პერსონალურად (პერსონალურად მკიდიხართ).
მაგრამ თქვენ უმცირესობა ხართ, რომელიც ოლიგარქიის ინტერესებს იცავთ კბილებით.
უმრავლესობა თქვენს შეფასებაში ჩემკენაა და ჩვენს ხმას გაიგებს ეს ხალხი ადრე თუ გვიან, როცა ოლიგარქიის აშენებულ კედლებს გავარღვევთ.
თუ ამ ქვეყანას წინსვლა უწერია, ჩვენ თქვენს სისტემას ჩამოვანგრევთ
და ნანგრევებში მოვაყოლებთ თქვენს რეპუტაციას.
ეს ზუსტად ისე აგიხდებათ, როგორც სხვა პროგნოზები ახდა
(მე თქვენ გაჩვენებთ ცოლ-ქმრის პარტიას).
ცნობისთვის, ლაშა ბუღაძე, წერს:
“ევროპული საქართველო” უფრო “ევროპული ოჯახია”, ვიდრე ის, რაც ქვია, რადგან ეს პარტია ცოლ-ქმრის თვითპრეზენტაციის ადგილად უფრო მესახება, ვიდრე იმ ძალად, რომელიც რაღაცას მაინც დაუზიანებს ივანიშვილს: ბევრს კი ყვირის ამ პარტიის ფეისბუქ-აქტივისტი ქალი, მაგრამ სინამდვილეში მცირე ამბიცია აქვს – როგორმე ერთი ადამიანი მაინც შეაძვრინოს პარლამენტში 2024 წლისთვის. და თუკი ეს “ერთი ადამიანი” თავადვე იქნება, მთლად უკეთესი. თუმცა ზოგადად რამდენად “ევროპულია” ის, თუ რა სიძულვილსაც აფრქვევენ დაუნანებლად ყველას მიმართ, ეს კიდე სხვა საკითხია. მით უმეტეს, რომ მორალურად გამართულები არც ისინი არიან, როგორც ყოფილი ხელისუფლების პრივილეგირებული თანამმართველ-ფავორიტები. უკვე ნანახი გვაქვს ეს კინო. გვახსოვს, როგორებიც იყვნენ, როცა ძალაუფლება ჰქონდათ.
სხვა ახლა არც არავინ მახსენდება, უკაცრავად… პოსტი პესიმისტურია, მაგრამ მჯერა, კრიტიკული რეაქცია ყოველთვის სჯობს უსარგებლო და ყალბ რუტინულ სვლას…
კომენტარები