მორიგ სპეციალურ რეისს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია Myway თვითღირებულებით შეასრულებს და საქართველოში ვენიდან 100 მოქალაქე ჩამოფრინდება.
მგზავრთა შორის არიან არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმულები სტუდენტები და ორსული.
Myway-ს კუთვნილი ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.
შეთანხმება მთავრობასა და კომპანიას შორის უკვე მიღწეულია. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Myway პრაღაში გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა, კომპანიამ დააფიქსირა კეთილი ნება მონაწილეობა მიეღო უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია პრაღიდან უკანა ფრენას ვენის გავლით შეარულებს და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში, ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
რაც შეეხება მომდევნო რეისებს, უახლოეს დღეებში მოქალაქეები დაბრუნდებიან პრაღიდან, ათენიდან, ამსტერდამიდან და ბერლინიდან.
კომენტარები