რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას.
მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”. წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც.
“მომდევნო წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას გორგილაძე.
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. დავით გორგილაძე მაუწყებლის თანამშრომელი აღარ იქნება – მისი თქმით, მაუწყებლს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარი. დაფინანსების 15 პროცენტი აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის.
კომენტარები