სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ის ადამიანები, რომლებიც ამ დაწესებულებებით სარგებლობდნენ, სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. საუბარია 90 000-მდე ადამიანზე.
„მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა მთვრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს სერვისის მიმწოდებლად პროგრამაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებდა ეს დადგენილება. აქ საქმე შეეხება მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას. ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა 13 ათასი და მეტი მოსახლე, ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში მონაწილეობა. ეს კრიტერიუმები დაწესებულებების ნაწილმა დააკმაყოფილა. სულ 117 დაწესებულება არის თბილისის ფარგლებში, ასევე 20-მდე დაწესებულება ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც მოსალხლეობისთვის, თუ რომელი დარჩეს. აქ საქმე შეეხება დაბების მოსახლეობას. მაგალითად, დაბა წყნეთი, ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც 13 ათასი მოსახლე არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულება დარჩეს. ასევე ვისმჯელეთ იმ დაწესებულებებზე, სადაც მოსახლების რაოდენობა არის 7 ათასზე ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7-დან 13 ათასამდე, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები