ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხალხის ძალის ერთ–ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ეხმაურება და ამბობს:
“სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს, სამართლიანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, როცა ერთი წლის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ დღესაც ძალიან მაგარია და ძალიან მალე გაიხსნება უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების კარი, ამაშიც დარწმუნებული ვარ.
კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დღეს მიიღო ევროკავშირმა და ხვალ ჩვენც მოგვიწევს მიღება, მინიმუმ როცა ევროკავშირის წევრები გავხდებით, ის კანონი გავრცელდება ჩვენზეც,“
კომენტარები