ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბსადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
–კონკრეტულად, რას მოუტანს საქართველოს ევროკანდიდატის სტატუსი გრძელვადიან პერპექტივაში, ვიდრე წევრები გავხდებით? საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, დემოკრატიული და კიდევ სხვა კუთხით?
–სამხრეთ კავკასია, რომლის კარიბჭე საქართველოა, გახდა ევროპის ენერგო და სატრანსპორტო კორიდორის ძირითადი მიმართულება. შესაბამისად, საქართველო ევროპისთვის გეოსტრატეგიული წერტილია, რომელშიც უნდა გაიშალოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დიდ ნაწილს ევროკავშირი დააფინანსებს.
ევროკავშირის წევრობა საქართველოს დამატებით მოუტანს 14 მილიარდ ევროს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. ყოველივე ეს მნიშვნელოვან (ხშირად დრამატულად მნიშვნელოვან) გავლენას იქონიებს თქვენს მიერ ჩამოთვლილ სფეროებზე და დაახლოვებს საქართველოს ევროატლანტურ ინტეგრაციას.
– ხელისუფლებაში პრორუსული ძალები უნდა ჩაანაცვლონ პროდასავლურმა ძალებმა, მე ეს მიმაჩნია რუსეთის ოკუპაციის დასრულებისა და ქვეყნის განვითარების პერპექტივად. დღეს ნებისმიერი კვლევით, ყველაზე რეიტინგულ, ძლიერ პროდასავლურ ძალად მიიჩნევა „ნაცმოძრობა“. მეტიც, უალტერნატივოა ამ მიმართულებით და ეს 2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა დაადასტურა – საპარლამენტომ, საპრეზიდენტომ და ადგილობრივი თვითმმართველობისამ, „ნაცმოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატები ყველგან მეორე ადგილზე გავიდნენ. ამ დროს, საზოგადოების უმრავლესობას „ნაცმოძრაობა“ არ უნდა ხელისუფლებაში წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გამო. ხალხი მას არ გაჰყვება, ხელისუფლებაში რომც მოვიდნენ. ამომრჩევლის იმ 55–60–ზე ვსაუბრობ, რომლებიც ნებისმიერი კვლევით არ უჭერენ მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“, 2016 წლის მერე არ ყოფილან არჩევნებზე და ეს ხალხია ამომრჩეველთა უმრავლესობაა. ეს ერთგვარი დილემაა და რა უნდა გაკეთდეს, რომ სუფთა პროდასავლურ ძალებს, რომელთაც არ ამძიმებთ მძიმე წარსული „ნაცმოძრაობასავით“, გაეხნათ გზა ხელისუფლებისკენ? ხელისუფლებაში მოსვლამდე კი, თუნდაც მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა დაიკავონ „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად?
– რაც საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ხდება და რისი შემჩნევაც ძნელი არ არის, ესაა:
- ქართულმა ოცნებამ დიდი ასოებით დაიწერა შუბლზე: ესესესერი
ეს პოზიციონირება 10-15 % იანი პოტენციალის მატარებელია, რასაც დაემატება ადმინისტრაციული რესურში. ჯამში ქართული ოცნება უმიზნებს 25 %-30%-ს, რაც საკმარისი არ იქნება მმართელი ძალის შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავალი ხელისუფლება კოალიციური იქნება.
2 .ნაცმოძრაობა რამდენიმე ჯგუფად დაიშალა და აღარ ძალუძს გაიმეოროს ის ისტორიული 28 % იანი შედეგი, რაც ერთხელ ქონდა.
- შუა პოლიტიკური პარტიები ორპროცენტიანები არიან და ძირითადად კორპორაციულ ბაზაზე არიან შექმნილნი. მათთვის პოზიტიური საარჩევნო შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება გახარიასთან ალიანსით, რაც ამ გაერთიანებას საშუალებას მიცემს იყოს კოალიციური მთავრობის შექმნისათვის აუცილებელი ძალა.
- ცარიელია ჭეშმარიტად პროდასავლური ძალის ნიშა, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად შეივსოს 2024 წლის ზაფხულამდე.თუ ჭეშმარიტად პროდასავლური, ახალი პოლიტიკური ძალა არ შეიქმნა, მაშინ ძალიან ძნელი იქნება იმის პროგნოზირება, თუ როგორი კოალიციური მთავრობა ჩაუდგება საქართველოს სათავეშუ 2024 წლის ოქტომბრიდან. პოლიტიკური პროცესი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზეც თუ მას ჯერ ჯიდევ ძალუძს გადააყენოს ღარიბაშვილი და მოვიდეს პრემიერად. ბიძინას ეს დიდი ხანია უნდა, მაგრამ ვერ ახორციელებს, რადგან ვერ ახერხებს მკაფიო პროგნოზის გაკეთებას პოლიტიკურ მომავალზე.
5. 2024 წლის არჩევნებამდე არსებული ვითარება არ შეიცვლება, არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ. მათი გაერთიანების გარეშე შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა? მათი გაერთიანების ნიშნები კი ჯერ არ ჩანს.
მე ვერ ვხედავ იმას, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდება ოპოზიციის გაერთიანება არსებულ ვითარებაში.
– პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღიად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს ფრანგული გამოცემის „ლე მონდის“ საშუალებით. მას ოლიგარქი და საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი უწოდა. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, მის გარშემო გაერთიანდება პროდასავლური ოპოზიცია და 2024 წლის არჩევნებში, ამ საარჩევნო კოალიციის სათავეში, სარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს და სალომე ზურაბიშვილი მართლა შესძლებს ბიძინა ივანიშვილთან რეალურ დაპირისპირებას? მას ხომ სერიოზული ვალდებულებები აკავშირებს ივანიშვილთან? ბოლოს დ ბოლოს, მისი წყალობით დაბრუნდა პოლიტიკაში–ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და მერე პრეზიდენტი?!
– სალომე ზურაბიშვილი პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. ეს როლი, რაიმე გაგრძელებას ჰპოვებს, თუ მარტო სასარგებლო ფონს შექმნის, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს…
…საქართველო და შავი ზღვის რეგიონი აშშ-სა და ევროკავშირის, ინგლისისა და ისრაელის ცხოველი ინტერესების სფეროა მრავალი თვალსაზრისით და ეს არის მყარი რეალობა და ტრენდი, რომელიც 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მშვენიერი პერსპექტივა გააჩნია და ეს პერსპექტივა აუცილებლად რეალიზდება. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერანაირი კორპორატიული და ვიწრო ჯგუფობრივი ინტერესები, რადგან ვინც ამ ტრენდის რეალიზაციას დაუპირისპირდება, დაიმარხება პოლიტიკურადაც და კიდევ ბევრნაირად, რამდენადაც არ უნდა ალაშუნონ ენა საქართველოს ადგილობრივმა ქოცმაცუნებმა.
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ივანიშვილმა სააკაშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს, კალაძემ – უგულავასი, ხოლო ღარიბაშვილმა– მერაბიშვილისა…
კომენტარები