,,ახლა, მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ შანსები სტატუსით გაიზარდა არჩევნებზე,“ – ამ განცხადებას „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია „რეაქციაში“ აკეთებს.
ბაია პატარაიას თქმით, სტატუსის მინიჭების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პროევროპულ ძალად წარმოაჩინოს თავი.
როგორც პატარაია ამბობს, ოპოზიციას არჩევნებამდე საკუთარი პოლიტიკის გადახედვა მოუწევს.
ახლა, მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ შანსები სტატუსით გაიზარდა არჩევნებზე. პირიქით, ევროკავშირმა აჩვენა თავისი ძალა, ურყევი ნება, რომ ის არ ამბობს უარს საქართველოზე და ნამდვილად იბრძოლებს საქართველოსთვის, ახლა კი ჯერი არის ქართველ ამომრჩეველზე. გაზრდილია, ცხადია, უკმაყოფილება ქართული ოცნების მიმართ, გავიდა 11 წელი და ვხედავთ, რა მოგვიტანეს მათ. მაგრამ მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ სერიოზული კრიზისია ოპოზიციურ ფლანგზე, რას ვთავაზობთ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს ქართული ოცნება, რას სთავაზობს მათ ოპოზიცია. ოპოზიცია ჯერჯერობით არასახარბიელოდ არის წარმოდგენილი. მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, უნდა გადახედონ იმას, ერთიანად წარდგებიან თუ არა არჩევნებზე და ძლიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია,“ – ამბობს ბაია პატარაია
კომენტარები