ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„სებ-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებით 200 ათასამდე ადამიანს ყოველთვიური სესხების ოდენობა შეუმცირდება.
მშვენიერი გადაწყვეტილებაა საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia მხრიდან.
ახლა ის, რაც სები-ის საქმე არ არის.
კომერციული ბანკები სესხებს გაძლევენ თუ მილიონერი ხარ. ან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო გიდგება თავდებში. არანაირ რისკს არ წევენ.
საერთოდაც არის ისეთი სფეროები, სადაც ბიზნეს კრედიტებს არ გასცემენ. არ არსებობს არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით რაიმე აქტივობის მხარდაჭერა. მაგალითად ლიბერთი ბანკს ფეხებზე საკუთარი თანამშრომლების სტრესმედეგობა, მაგრამ პენსიონერების ძარცვას კვლავაც წარმატებით აგრძელებს. არც ერთი ბანკი არ მუშაობს რაიმე ფორმის შეღავათებზე ახალდაქორწინებულებისთვის. მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად.
თანხის პორტირება ერთი ბანკიდან მეორეში კი უდიდესი მახეა.
მოკლედ აქ საკმაოდ დიდი პრობლემებია “ჩვენი” გადასახედიდან, თორემ იმათი გადმოსახედიდან, რომ მეწველი ძროხები ვართ მაგაზე ცალკე დავწერ.
ჰო, ამას წინათ საქართველოს ბანკი • Bank of Georgia მივიდა ადამიანი, სამომხმარებლო სესხზე. უი, შემოსავალი კი გაქვს, მაგრამ თან შენ ყოფილხარ კომპანიის დამფუძნებელი თან მფლობელი და ორი წლის დივიდენდები უნდა გქონდეს სესხი რომ მოგცეთ, ერთი არ არის საკმარისიო. არგუმენტად სებ-ს რეგულაცია დაასახელეს, მაშინ როდესაც სებ-ი არაფერ შუაშია. მერე შემოუბრუნეს და ბიზნეს სესხის შეტენვა დაუწყეს. ლოგიკური კითხვა: თუ ბიზნესი კარგი აქვს ადამიანს, აქვს შემოსავალიც, სამომხმარებლო სესხზე უარს რატომ ეუბნები? თუ სამომხმარებლო სესხზე უარს ეუბნები ბიზნეს თავად მართავო ამ მიზეზით, ბიზნეს სესხს როგორ აძლევ? ეგ რეგულაცია, გილაურის და ბანკის სხვა მოწილეების დოსტებზეც ვრცელდება? თუ არაპროფილური ბიზნესს არ აფინანსებთ საკუთარს, თან ნულიდან?“
კომენტარები