ოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს, ასევე, მეზობლებს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ”, — აცხადებემ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები