ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის. როგორც არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს უთხრა, ჟიჟილაშვილი კვირაში სამჯერ ახალ თოქ-შოუს წაიყვანს.
“არჩევნები მოდის და არხი ვემზადებით იმისთვის, რომ კორონავირუსი რომ გადაივლის, უკვე პოლიტიკური წინასაარჩევნო პერიოდისთვის ვიყოთ მზად”, — აღნიშნა გრიგოლიამ.
როგორც გრიგოლიამ თქვა, საინფორმაციო სამსახურს თვითონ უხელმძღვანელებს:
“დიდი არაფერი ცვლილება არ არის, მეორედან მესამე სართულზე ასვლა-ჩამოსვლის თემაა ჩემთვის, ისედაც მუდმივ კონტაქტში ვიყავი საინფორმაციოსთან”, — აღნიშნა მან.
ნინო ჟიჟილაშვილის წასვლა სამსახურის უფროსობიდან დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას.
ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა.
კომენტარები