TV პირველის ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით მისი და არხის ხელმძღვანელობის ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა. ამის შესახებ მან On.ge-ს წერილობითი განუცხადა.
“კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება. გუნდი, რომელთან ერთადაც TV პირველში მოსვლის დღიდან ვმუშაობ, ახლა ტოკშოუს მიმართულებას დავუთმობთ მთელ ენერგიას.
განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ ამ არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას — პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ 2 თვეში შევძელით რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა. ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები”, — აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.
დღეს, პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფრო აღარ იქნება. საინფორმაციოს არხის დირექტორი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს.
როგორც ინგა გრიგოლიამ განაცხადა:
“არჩევნები მოდის და არხი ვემზადებით იმისთვის, რომ კორონავირუსი რომ გადაივლის, უკვე პოლიტიკური წინასაარჩევნო პერიოდისთვის ვიყოთ მზად”
რატომ ვერ მოხვდა პოლიტიკურ წინასაარჩევნო გუნდში ნინო ჟიჟილაშვილი და რა სტრატეგია აირჩია არხმა 2020 არჩევნების გასაშუქებლად – მალე გამოჩნდება.
კომენტარები