ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
–ბატონო ზაზა, თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ პატიოსანი, წესიერი და პროფესიონალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკაში ღიად მხოლოდ ერთხელ მოხვედით, 2021 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყავით და მერე გაერიდეთ პოლიტიკას. თქვენი საქმის პროფესიონალი ბრძანდებით, აქაც გაფასებენ და 2017 წელს ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდო გადმოგათ, მთელ ევროპაში გამოგარჩიათ. მთელი საარჩევნი კამპანია ისე ჩაატარეთ, რომ ერთი კომპრომატის მაგვარი ვერ დაგიდეს კონკურენტებმა. პირდაპირ გკითხავთ – რატომ აღარ გააგრძელეთ ბრძოლა პოლიტიკაში ყოფნისთვის?
– დიდი მადლობა, ჩემი ასეთი შეფასებისთთვის და მეც პირდაპირ გიპასუხებთ–საქართველოში ამომრჩეველს უყვარს ადამიანი, რომელიც თანამდებობაზე რომ მოდის, ბევრ ფულს იპარავს და მერე იმ ფულის მცირე ნაწილს ხალხს ურიგებს. ზოგს პირდაპირ აძლევს, ზოგს სხვა გზით ყიდულობს, რეკლამას ყიდულობს ტელევიზიებში, თავს იპიარებს და იქიდან ატყუებს ხალხს. ხალხი ასეთებს ირჩევს, ჩვენთან არ არის საარჩევნო კულტურა. თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, ამომრჩეველთა 95–მა პროცენტმა ვერ გაიგო, რომ არჩევნებში ვმონაწილეობდი… თუ მერი გავხდებოდი, მერიის არც ერთ თანამშრომელს არ ეყოლებოდა პერსონალური მანქანა, თუ დასჭირდებოდა, მერიის ავტოპარკი მისცემდა განსაზღვრული დროით. ეს უზარმაზარ საწვავს და ავტომობოლების სარემონტო ფულს დაზოგავდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რომ გავხდი, გავყიდე ასოციაციის მანქანები, 8 წელში 6 000 ლარიც არ იყო დახარჯული ბენზინში. ადვოკატთა ასოციაცია ავაშენე, სახელმწიფო სახელმწიფოში. სახელმწიფო რომ ააშენო, ფული არ უნდა მოიპარო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ქონება ჩალის ფასად არ უნდა იყიდო და არც სხვებს უნდა მიჰყიდო. ასფალტს რომ აგებ და ერთ კვირაში ბალახი ამოდის, სახელმწიფო თვითმფრინავს ტაქსივით რომ ხმარობ, ეს დანაშაულია, მაგრამ მიდის ხალხი და ისევ ამ დამნაშვეებს აძლევს ხმას. მე ამას არ გავაკეთებდი, არც კი გავიფიქრებდი. ხალხს ისევ ესეთები ურჩევნია ხელისუფლებაში. მერე, ეს ტელევიზიებია პრობლემა. ორად არიან გაყოფილები – „მიშავიზიები“ და ბიძინავიზიები“. თუ მიშას ან ბიძინას არ უჭერს მხარს, ახლოს არ გაკარებენ. არის რამდემინე დამოუკიდებელი ტელევიზია თბილისშიც და რეგიონალურიც, მაგრამ მათ ცოტა მაყურებელი ჰყავთ, რეკლამა არ აქვთ და არც ფული, აქედან გამომდინარე. ეს ტელევიზიები არ დაუშვებენ, ხალხმა გაიგოს, რომ ზაზა ხატიაშვილმა, 2017 წელს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გავაწევრიანა ისე, რომ ევროპელებს წესდება შევაცვლევინე. 2017 წელს, იმავე ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ, წლის უფლებადამცველად დამასახელა. მე ომი გამომიცხადეს ორივე ფლანგის ტელევიზიებმა. ესენი მოკავშირეები არიან, ხალხს ატყუებენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პარტიები არიან, მათ გარდა სხვა არავინ არის და ამათ უნდა მისცეთ ხმაო. ეს „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს და გაიყვეს ქართული პოლიტიკური სივრცე. ხალხში იმდენად დიდი ზიზღია „ნაცმოძრაობისა“, არჩევანი როცა დგება „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის, ხალხი „ქოცებს“ აძლევს ხმას, მით უმეტეს, ფეოდალიზმში ვართ. ჩემი აზრითაც, „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში იქნება კატასტროფა. 300 000 მარტო პრობაციონერი იყო მათი მმართთველობის დროს, ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით, ხალხს დიდი ქონება წაართვეს და იმ ხალხს, მათ ოჯახის წევრებს, ვინც ეს უბედურებები გადაიტანა, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება. ამიტომ, ვიდრე ეს ბალანსი არ შეიცვლება, მანამდე არაფერი შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ის საზოგადოება, რომელიც ფულის გამო აძლევს ერთ ან მეორე პარტიას ხმას, სამარცხვინო ადამიანები არიან, პოლიტიკური მეძავები, იმ პარტიის ლიდერებთან ერთად… მოკლედ, საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ წესიერი ადამიანები მოვიდნენ და იყვნენ პოლიტიკაში. 2010 წელს, საიუბილეო ღონისძიებაზე, სხვებთან ერთად, პარიზში ნიკოლა სარკოზის შევხვდი, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და იმ დროს ევროკავშირის პრეზიდენტს. მოვიდა სარკოზი, ერთი მძღოლი და ერთი მცველი ჰყავდა. ერთხელ სააკაშვილი დავინახე დაცვით, 20 მანქანაზე მეტი ახლდა. „ქოცებმა“ ბოლო საპარლამენტო არჩევნები რომ მოიგეს და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, უზაენაეს სასამართლოში მოვიდა, გადაიკეტა გზები, ჩხრეკდნენ ხალხს. იქვე, უზენაეს სასამართთლოსთნ იყო მაშინ ადვოკატთა ასოციაცია და გაოგნებული დავრჩი. ჩვენთან პოლიტიკაში იმიტომ მოდიან, რომ 4–5 წელი იყვნენ ბედნიერები სხვა ადამიანების ხარჯზე. ვიდრე ხალხის ფსიქიკაში არ ჩაჯდება, რომ წესიერ ადამიანებს მისცენ ხმა ფულის, სარგებლის გარეშე და მერე მათ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება მოსთხოვონ, მანამდე ღირსეულ ადამიანებს არავინ მოუშვებს პოლიტიკაში.
–გამოდის, ყველაფერი საზოგადოების ბრალია, რომელიც შეეგუა ბინძურ, გასვრილ პოლიტიკოსებს, სუფთა წარსულის პოლიტიკოსები კი არ უნდა?!
–საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეგუა ამას, ეგეთი პოლიტიკოსები უნდა, რადგან მათგან ხეირი აქვს. საზოგადოების მეორე ნაწილს კი უნდა სუფთა, დამოუკიდებელი, არც „ქოცებსა“ და არც „ნაცებზე“ მიბმული პოლიტიკოსები, მაგრამ ტელევიზიები მალავენ მათ, ხალხს არ ჩვენებენ არც ამ პოლიტიკოსებს და არც თავიანთ სფეროში პროფესიონალ და პატიოსან ადანმიანებს, რომლებიც შეიძლება მერე მოვიდნენ პოლიტიკაში. როგორ შეიძლება, ქვეყანაში ჰყავდეს პრემიერ–მინისტრი ან დედაქალაქის მერი, რომელთაც დაუფიქსირდათ სახელმწიფო თთვითმფრინავით, ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის წევრების დასასვენებლად წაყვანა, მათთან ერთად ევროპის ქვეყნებში საშოპინგოდ წასვლა. ეს უპატიებელი დანაშაულია, მაგრამ ამომრჩეველმა აპატია, ხალხი დაიღალა ამათი უსაქციელობის „გაპრავებით“. ოღონდ „ნაცები“ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ხალხი ამათ ყველაფერს პატიობს. „ბიძინავიზიებიც“ დღე და ღამ ამას გვიკიჟინებენ. თბლისის მერობის კანდიდატი როცა ვიყავი, გიორგი გახარიაც იყო კანდიდატი. „ტვ–პირველმა“ და ინგა გრიგოლიამ ეთერი არ მაღირსა, მანამდე კი პრემიერ გიორგი გახარიას ლანძღავდნენ 24 საათი. მერე გადადგა გახარია, გახდა მერობის კანდიდატი და სულ იქ იჯდა, ინგა გროგოლიას გადაცემაში. თუ მანამდე იმ კაცს ლანძღავდი, თვალთხარიას და მკვლელს ეძახდი, მერე როგორ შეგიყვარდა ასე ეს კაცი? სხვა რა ვიფიქრო, გარდა იმისა, რომ მე ფული არ მაქვს, რომ სარეკლამო დრო მეყიდა ამ ტელევიზიაში და გახარიამ ეს მოახერხა? სხვა რითი უნდა მჯობდეს გახარია, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის მონა და მე ვიყავი და ვარ დამოუკიდებელი ადამიანი?
– მესმის თქვენი ლოგიკაც, თქვენი გულგატეხილობაც ამ უსამართლობის გამო, მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიყოთ?
– ადვოკატი ვარ და ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ, უფლებადამცველი ვარ და ბევრ ადამიანს ვეხმარები სამართლის პოვნაში. „თავისუფალ არხზე“, ჩემს ფეისბუკ–გვერდზე, პირდაპირ ჩართვებს ვაკეთებ და 100–150 ათასს ადამიანთან ასე მაქვს შეხება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვაქტიურობ და ასეც ვიქნები. გული კი არ მაქვს გატეხილი, იმას ვერ შევეგუები, რომ ესენი არჩევნებში ფულს აიღებენ და ისევ ამათ მისცემენ ხმას, არადა, ეგრე იქნება. დაარიგებენ იმ მოპარულ ფულს და მერე იაქტიურე–არ იქტიურე, ერთი ფასი აქვს. რაღაც შიდა პრობლემებია ახლა „ნაცმოძრაობაში“ და ყველა ტელევიზია, თავისებურად ამას აშუქებს, მეტი საქმე არ აქვთ, თითქოს სხვა ყველაფერი დალაგებულია ქვეყანაში. ინგლისში 365 დღიდან 300 დღე წვიმაა და ლონდონის მერიაში ბევრად ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე თბილისის მერიაში. თბილისში 2 დღე ზედიზედ რომ იწვიმებს, მთელი თბილისი იტბორება. სანიაღვრე არხები არ ატარებენ, რაც წყალს მოაქვს, იმ ნაგავს და ჩვენი რა ბრალიაო, თავს იმართლებენ მერიის თანამშრომლები და კახი კალაძემაც ეს თქვა. ის სანიაღვრე არხები თვეში ერთხელ, რომ უნდა გაწმინდონ, ამდენი არ იციან? არადა, ამაში ხალხი ფულს იღებს. პასუხს კი არ სთხოვენ, რომ დაკისრებულ მოვალეობას არ არსულებენ, ხალხი მათ უმოქმედობას „აპრავებს“ და მერიაში პრემიებს უწერენ. თბილისში წელიწადში 300 დღე რომ წვიმდეს, 8 სართულიანი კორპუსები დაიტბორება, წაილეკება ყველაფერი.
– ჩვენი საუბრიდან იმ დასკვნამდე მივედი, რომელსაც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება – ყველა ერს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს?!
– ვიდრე ამ ქვეყანაში ხმები გაიყიდება, ვიდრე ამომრჩეველი ფულს აიღებს და ხმას მის საფასურად მისცემს, მანამდე არაფერი გვეშველება. თუ ფაშისტური პარტია, „ნაცმოძრაობა“ და ფეოდალი „ქართული ოცნება“ მოგწონს და ხმას აძლევ, მიეცი ხმა, ეს არაფერია, მაგრამ ფულს რომ იღებ და ხმას აძლევ, შენ ხარ ნაძირალა. მე მაინც ვფიქრობ, ცოტა ხანში ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა და წესიერი ადამიანები მოვლენ პოლიტიკაში, მერე ხელისუფლებაში და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. მოვა ისეთი ხალხი ხელისუფლებაში, რომელიც ამათ თითოეულ მოპარულ თეთრს უკან მოატანინებს.
კომენტარები