კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, კორეამ საქართველის COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ელჩმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ”, — წერს ბერძენიშვილი.
საელჩოს ინფორმაციით ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.
კომენტარები