„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზეა გამოქვეყნებული.
30 აპრილის მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.20 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2 კვირის წინ ივანიშვილის ქონება 5.12 მილიარდ დოლარი იყო.
ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში, 351-ე ადგილიდან, 354-ე პოზიციაზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას კორონავირუსის პანდემიის გამო, ხშირად იცვლება.
ივანიშვილმა მხოლოდ მარტში, 350 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა და მისი ქონება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.
კერძოდ კი, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მილიარდ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კომენტარები