ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე – მომღერლების სიას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა 718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.
ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია “პოზიციების” შესაბამისად.
ახალი წლის ღამეს იმღერებენ:
- ნატო მეტონიძე;
- სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
- ეკა მამალაძე;
- ნუკრი კაპანაძე;
- ეკა კახიანი;
- ლიზა ბაგრატიონი;
- ნატა ქუთათელაძე;
- დათო ალადაშვილი;
- ნიკა კოჩაროვი;
- ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
- მაია ჯაბუა;
- გიორგი მახარაშვილი;
- სოფო გელოვანი;
- მარიამ ებრალიძე;
- ანრი ჯოხაძე;
- ანა დოიაშვილი;
- საბა მიქელაძე;
- ნინა სუბლატი;
- ლიკა სირაძე;
- სანდრო მოსეშვილი;
- საბა ჩაჩუა;
- თინათინ დათიკაშვილი;
- მარიამ როინიშვილი;
- კონსტანტინე ყიფიანი;
- ნიკოლოზ ქაჯაია.
ანსამბლები:
- “ერისიონი”;
- “შვიდკაცა”;
- “მართვე”;
- გორის გოგონათა გუნდი
დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
კომენტარები