პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
რა მაინტერესებს იცით?იმ საზოგადოებაში, რომელმაც ჯეკოს განთავისუფლება როგორც რეალური სამართლის აღდგენა იზეიმა, რომელმაც ჯეკოს დამჭერის როლის შემსრულებლის მანქანა დააზიანა, რამდენად სწორია და უსაფრთხო 12 წლის გოგონას მკვლელის ფოტორობოტის გავრცელება? ფოტორობოტი ფოტო არ არის ხო? თან ამ შემთხვევაში ვრცელდება კაპიშონიანი ძალიან ტიპური გარეგნობის მამაკაცის ფოტორობოტი, რომლის მსგავსიც ძალიან ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში თუ ნაცნობებში არ გვყავს. არც სიმაღლეა მითითებული, არც რაიმე სახასიათო ნიშანი. არც ის ვიცით, ვისი შექმნილია ეს ფოტორობოტი თან. რამდენიმე ადგილას ვარაუდებსაც გადავაწყდი კონკრეტული ადამიანების დასახელებით! გასაგებია რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს კანონით, მკვლელი და არა ვისაც მას მიამსგავსებენ! ვინაა ამაზე პასუხისმგებელი საზოგადოებაში, რომელსაც ფილმი რეალობისგან ვერ გაურჩევია, გიფიქრიათ ამაზე?!რა ვიცი…
P.S. 1. კრიმინალისტიკის ზედმიწევნით მცოდნეების საყურადღებოდ:ფოტორობოტის გავრცელება კანონმორჩილ და ადეკვატურ საზოგადოებაში შეიცავს დისკომფორტს მათთვის, ვისაც მიამსგავსებენ, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, დამნაშავის საპოვნელად ამ დისკომფორტის ატანა შესაძლებელი და დასაშვებია, მაგრამ იქ, სადაც ფიქცია რეალობისგან ვერ გაურჩევიათ და კანონს არ ცნობენ არ მისი აღსრულების არ სჯერათ, ეს შეიძლება უდანაშაულო ადამიანის (ადამიანების) ჩაქოლვით დასრულდეს.2. ღრმადმორწმუნეების საყურადღებოდ: ბიბლიას გადახედეთ რამით მართლდება თუ არა უდანაშაულო მსხვერპლი.
კომენტარები