ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ – ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს, უზრუნველყონ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, რათა არ შეიქმნას ვაქცინების დეფიციტი და ბავშვების აცრები გეგმიურად ჩატარდეს.
Unicef-ის ცნობით, წითელას, პოლიოს, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.
საქართველოში ბავშვთა აცრები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების გეგმიური იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.
თუმცა, 1 მაისიდან საქარველოში 56 პოლიკლინიკას დაფინანსება გაუჩერა სახელმწიფომ, შესაბამისად, ამ პოლიკლინიკებში დარეგისტრირებულ ადამიანებს, ან ფულის გადახდა მოუწევთ, ან თუ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა სურთ, სხვა პოლიკლინიკა უნდა მოძებნონ, რომელსაც რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობისას, უცნობია.
ალია
კომენტარები