ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდის კალანდია:
“ერთ-ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ პოლონეთში მცხოვრები ჯვარელი ემიგრანტების აქცია გააშუქა.
„მილიონები უნდა რჩებოდეს ჯვარს და თითოეული თეთრი უნდა ხმარდებოდეს ჯვარს და ჯვარელებს“ – ამბობდნენ სიუჟეტში აქციის მონაწილეები. ასევე, ისინი ქალაქ ჯვარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფის ინიციატივით გამოვიდნენ.
მოკლედ, აქციის მონაწილეები მილიონებს იმიტომ ითხოვენ, რომ ენგურჰესი ჯვარის ტერიტორიაზე, მაგრამ მათ და საზოგადოებას ნათლად განვუმარტავ – ენგურჰესი მდებარეობას არა ჯვარში, არამედ ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში. ასე რომ, დაოკდით და ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.
სხვთა შორის, ენგურჰესიდან მიღებული ქონების გადასახადი ამ დროისთვის წალენჯიხის ბიუჯეტში ორ მილიონს შეადგენს.
წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა და წალენჯიხის დეპუტაცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამეტნტში ხელახალ აფასებაზე იბრძვიან, რათა მოხდეს რეალური შემოსავლების მიღება იმ ელექტროსადგურიდან, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ჭალეს ადმინსტრაციულ ერთეულში მდებარეობს .
მოკლედ, დაიმხსოვრეთ, ენგურჰესი ჯვარში კი არა ჭალეს ადმინსტრაციულ ერთეულშია და როცა აქციას მართავთ, ჯობია, ჯერ საქმის არსში კარგად გაერკვეთ!
ახლა, ხელაღებით ვერაფერს დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ ემიგრანტების სამშობლოსადმი მონატრებას ვინმე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ქალაქ ჯვარის წალენჯიხიდან გამოყოფის იდეაც შეგნებულს ჰგავს.
ასე რომ, პროვოკაციებს მოეშვით და მშვიდად იცხოვრეთ, თორემ პროვოკატორები, როგორც წესი, ცუდად ამთავრებენ ხოლმე!”
კომენტარები