კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის გამო მსოფლიოში სექსუალური აქტივობა შემცირდა. ამის შესახებ პრეზერვატივ Durex-ის მწარმოებელი კომპანია Reckitt Benckiser-ის განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კარანტინის დროს კონტრაცეპტივების გაყიდვებმა იკლო.
„Durex-ის გაყიდვები მცირებით დაეცა, ვინაიდან თვითიზოლაციის მოთხოვნა აისახა მოთხოვნაზე როგორც ევროპაში, ასევე სხვა ბაზრებზე“, – აცხადებენ Reckitt Benckiser-ში.
კომპანიის ხელმძღვანელის, ლაქსმან ნარასიმჰანის განცხადებით, ადამიანები სექსით უფრო იშვიათად კავდებიან, ვინაიდან დისტანციის დაცვას ცდილობენ. მისივე თქმით, ყველაზე მეტად გაყიდვები იტალიასა და დიდ ბრიტანეთში შემცირდა.
თუმცა, ყველაფერი დაიწყო ასე:
პანდემია დაიწყო თუ არა, ევროპის არაერთ ქალაქში პრეზერვატივების დახლები ერთბაშად დაცარიელდა…
კომენტარები