დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,არსებობს თუ არა ღმერთის არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულება? არსებობს და ერთ-ერთი და ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ადამიანების ასეთი მასიური ურწმუნოებისა, ამხელა შეუგნებლობისა, ამდენი სიცრუისა და სატანური ბოროტებისა, ერთმანეთის ამოწყვეტის სურვილისა და დედამიწის მრავალგზის გასანადგურებლად დაგროვილი ამდენი იარაღისა, კაცობრიობა და დედამიწა მაინც აგრძელებს არსებობას. რაღაც ვადამდე ვიღაც უხილავი აკავებს ადამიანის ამ ბოროტებას და შეუგნებლობას რაღაც საზღვრებში და მის მოთმინებას და განგებულებას ემორჩილება ყველაფერი. ჩვენ, ასეთი დაცემულნი კიდევ და მაინც რომ ვაგრძელებთ არსებობას, ესაა ღმერთის არსებობის მთავარი მტკიცებულება.”
კომენტარები