ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,საახალწლო პერიოდი მართლაც სასწაულების პერიოდია, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სხვას ყელი გამოჭრან, თუ კი რამე არ მოეწონებათ, საახალწლო ღამეს ცუგების შესაძლო ტახიკარდიაზე იხოკავენ ყელს;
ჩემმა ნაცნობმა, რომელმაც შვილს კისტის თოფი აჩუქა ჩიტების გასართობი მიზნებით დასახოცად, დღეში 9 პოსტს დებდა, ახალი წლის ღამის ხმაური ჩიტებს აშინებსო (ყვავის გარდა, ზამთარში, ღამის 12 საათზე ფრინველი არაფერი დამინახავს, თუმცა, ყვავის უფლებებსაც ნუ გავეხუმრებით);
ერთ-ერთი ნაცნობი, რომელსაც რამდენიმე ავტომობილი ჰყავს არც ისე მსუბუქი გაბარიტების და არც ისე კარგი საწვავით, გააფთრებული წერდა, ახალი წლის ღამეს ჰაერს ნუ აბინძურებთ თქვე კაცობრიობის მტრებოო;
მე წლებია მხოლოდ ბენგალიურ შუშხუნას ვანთებ, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, თუმცა სიამოვნებით ვუყურებ ამ მხიარულ აჟიოტაჟს და ვტკბები, ბოდიში, ახალი წლის ღამის ათ წუთიან მონაკვეთში თუ ეგოისტურად ვცდილობ სიამოვნების მიღებას.
ჩემი ეგოიზმისგან განსხვავებით, თურმე ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც ამ ათ წუთსაც კი არ იმეტებენ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიზმით აღვსილნი კეთილი მიზნებით ყველას გადათელავენ, ვინც კი ოდნავ შეედავება.
ამიტომაა საახალწლო პერიოდი სასწაულებრივი, ყველა სავლე პავლეობს, ეშმა ანგელოზობს და მთელ სოციალურ სივრცეს ქერუბიმები პოსტავენ თვითკეთილშობილებით დამტკბრები, იქვე კი გვერდით სიძულვილის იარაღები უდევთ, რომ ნებისმიერს ესროლონ, ვინც კი შეედავება.
სასწაულია, სასწაული ამ ფარისევლობის დემონსტრაცია.
😃😃😃”
კომენტარები