ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეროვნულმა ბანკმაც აიშვა. რეფინანსირების სესხები სამ მილიარდ ლარამდე ავიდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც შეამცირა. ქვეყანაში არ დარჩა ინსტიტუტი, რომელიც ლაგამს ამოსდებს ფულის უაზროდ ფლანგვის ამ რბოლას.
ეკონომიკაც და მისი სტიმულირებაც უკან დაგვრჩება, თუ ლარი ჩამოიშალა და ფასებმა აიწყვიტა. ახლა კარანტინული ეკონომიკის პირობებში ვიმყოფებით და ილუზიებს არიან მიცემულები. გაიხსნება ეკონომიკა და ამუშავდება ხელოვნურად მოთოკილი მექანიზმები.
მთავრობისგან მოვლენების სწორ შეფასებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ეროვნული ბანკიც რომ გვერდში ამოიყენეს მდუმარე სტატისტად? სწორედ ამაზეა ნათქვამი, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო. ჯერ დამთავრებამდე ბევრია, მაგრამ ამათი შემყურე ძალიან უნდა გვეშინოდეს…”
კომენტარები