ასტროლოგი რამაზ გიგაური:
,,11 იანვარს, თბილისის დროით, 15:58 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ეს 2024 წლის პირველი ახალმთვარეობაა და აქედან გამომდინარე, სიმბოლურად, მას ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვა აქვს. მზეც და მთვარეც თხის რქის 21-ე გრადუსში განთავსდება, რომელიც მიანიშნებს მოუმზადებელ ცვლილებებზე, ავანტიურისტულ გამოვლენაზე და სურვილზე, ყველა პრობლემა მოკლე დროში იქნას გადაჭრილი. ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად, დესტრუქციული გამოვლენაა და შესაძლოა, ბევრ ადამიანს პრობლემებიც შეუქმნას. ამიტომ ცვლილებები უნდა მომზადდეს საფუძვლიანად და მათი განხორციელების დროს სასურველია, გამოვიჩინოთ ორგანიზებულობა და დისციპლინა.
იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის ახალი ციკლი თხის რქის ზოდიაქოს ენერგიით იწყება, ეს სწორედ ამ ნიშნით ხასიათის თვისებებს გააძლიერებს. დადებითი კუთხით ეს იქნება: პრაგმატულობა, პრაქტიკულობა, კონკრეტულობა, პასუხისმგებლიანობა, ერთგულება, ორგანიზებულობა, , საფუძვლიანობა, მიზანსწრაფვა, სიფრთხილე, შრომისმოყვარეობა და დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადალახვის უნარი.
უარყოფითი კუთხით კი გაძლიერდება: მელანქოლიურობა, ფორმალიზმი, ძალაუფლებისმოყვარეობა, არაკომუნიკაბელურობა, შეზღუდულობა, მოუქნელობა, ეჭვიანობა და ემოციური სიცივე.
ამ ახალმთვარეობის ჰოროსკოპში მზე-მთვარესთან შეერთებაში ვხედავთ ტრანსფორმაციის და კოლექტიური ენერგიის მმართველ პლანეტას პლუტონს. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიაში პლუტონი უკვე პლანეტოიდად მიიჩნევა, ის ასტროლოგიაში საკმაოდ ძლიერი ენერგიის მატარებელ პლანეტად მიიჩნევა. ეს პლანეტა ასევე მართავს კატასტროფებს, ომებს, ეპიდემიებს, დემონსტრაციებს, მიტინგებს და იმ ყველა მოვლენებს, რომლებიც კოლექტიური ენერგიით იმართება. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება შეიძლება ითქვას, რომ 11 იანვრიდან 10 თებერვლამდე (მორიგ ახალმთვარეობამდე) საკმაოდ დისჰარმონიული პერიოდი იქნება. ეს შეეხება იანვრის მეორე და მესამე დეკადას და თებერვლის პირველ დეკადას. ამ პერიოდში მსოფლიო არენაზე მოიმატებს ახალი შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობა ან უფრო გაძლიერდება ის კერები, რომლებიც უკვე არსებობს. შესაძლოა, გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რაც გამოიხატება ვირუსული ფონის გაძლიერებაში. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ყველას სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
ამ ერთთვიან პერიოდში (11.01 – 10.02) გაძლიერდება ილუზიის ალბათობა და არ არის გამორიცხული მთელი რიგი სამსახურების მხრიდან ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ ცრუ პროპაგანდას ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ინდივიდუალურ დონეზე გაზრდილი იქნება საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების ალბათობაც (ამაზე მიანიშნებს მერკური-ნეპტუნის კვადრატი).
თუმცა ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრისთვის, არასტანდარტული და ორიგინალური გზების მოძიებისთვის, ცვლილებების კარგად მომზადებისთვის და განხორციელებისთვის, ასევე პიროვნული თუ სოციალური განვითარებისთვის (მზე-მთვარისა და ურანის ტრიგონის გავლენა).
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
* ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში თხის რქის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი ენერგიული პერიოდი, რომელიც მოიტანს ახალ ტალღას, ახალ იმპულსებს, ახალ აღმაფრენას;
* ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიწის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – კუროებისთვის და ქალწულებისთვის. მომდევნო ერთთვიანი პერიოდი მათ ცხოვრებაში გააქტიურებს ახალ პერსპექტივებსა და შანსებს. განსაკუთრებით ეს ახალმთვარეობიდან პირველი კვირა იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ დაგეგმავენ და დაიწყებენ
* მორიელებისთვის და თევზებს ასევე გაუჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, ოღონდ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე დაკისრება და ინიციატივის გამოვლენა. შეიძლება ითქვას, რომ მათ ცხოვრებაში წარმატება თავისით არ მოვა, არამედ თვითონ მოუწევთ წარმატებას მისვლა (როპგორც „მუჰამედისა და მთის“ ანდაზაშია).
* რაც შეეხება კირჩხიბებს. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ თავში გარკვევა და იმ შინაგანი შემზღუდველი კომპლექსების გაცნობიერება და აღმოფხვრა, რომლებიც წინსვლაში ხელს უშლით. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ თავი აარიდონ დაპირისპირებებსა და საჭირო დროს კომპრომისზეც წავიდნენ.
* სუსტად დისჰარმონიული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ამ ადამიანებმა უნდა შეძლონ წარსულის გადახედვა და სწორი დასკვნების გამოტანა. ამასთანავე, საკუთარი რესურსები სწორად და დაგეგმილად უნდა დახარჯონ, რათა არასასურველ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვისა და მერწყულებისთვის. ისინი ყველა გამოწვევას მამაცურად უნდა შეხვდნენ და „რკინის ნერვები“ უნდა აღმოაჩნდეთ. აუცილებელი იქნება საკუთარი ხასიათის ნეგატიური თვისებების მართვა. წინაღობების გადალახვაში კი კონცენტრაციის უნარი და მიზანსწრაფვა დაეხმარებათ.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“
კომენტარები