პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, მამაკაცი ძაღლს ხის მორს როგორ გამეტებით ურტყამს იქამდე, სანამ ძაღლი წამებით არ მოკვდა..
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ სამირ ბაირამოვა წერდა:
,,ეს რა სისასტიკეა? ყველაზე მძიმე კი გარშემო მყოფი ადამიანების მხარდაჭერაა, ამბობენ კარგად უნდა დარტყე, იკითხე რატომ ჭამა ქათამსო ?♂️?♂️ სიტყვები არ მყოფნის და ვერ ვუყურე ბოლომდე
ეს კაცის ამბავი მარტო ამით არ სრულდება, ეს კაცი 6 იანვარს 13 წლის ბავშვს მიმართ ჩაიდინა სექსულაური შევიწროება, მას ბავშვს შესთავაზა 20 ლარი და უნდოდა სექსუალური ურთიერთობა. ამის შესახებ გაიგეს ბავშვს ახლობლები და სცემეს ამ კაცს და თვითონ კი ფაქტს უარყოფს. მე მითხრეს რომ გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე ამ კაცის მიმართ ჩადენილ ცემის ფაქტის გამო და მერე მხარებმა შეთანხმდნენ და ბავშვს ამბავზე კი არც საუბარი ყოფილა. საზიზღარი ადამიანი, ბავშვს მიმართ რა გრძნობა და გამბედაობაა? არ გრცხენია?“
კომენტარები