მწერალი ლაშა ბუღაძე მარნეულში მომხდარ ფაქტზე:
,,ცხადია, არ ვაზიარებ ძაღლის სადისტური მკვლელობის ვიდეოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელი და სადისტი ჯერ კიდევ თავისუფალია.
“თეორეტიკოსებო”, ბევრს რომ ქაქანებთ ძაღლებისა და კატების “ვალდებულებებსა” და “უფლებებზე”, ნუ ღელავთ, ძაღლები და კატები არ აპირებენ კონკურენცია გაგიწიონ არჩევნებზე (თუმცა კი გაჯობებდნენ, მონაწილეობის უფლება რომ ჰქონდეთ), ტერმინებზე რომ გამოეკიდეთ ცხოველთა უფლებადამცველებს… აი, ამ უბედურებაზე ყვირის ეს ხალხი – მიშა კაჭკაჭიშვილი, თამაზ ელიზბარაშვილი თუ სხვა, – ძაღლს რომ სიცოცხლის უფლება აქვს (!) და ადამიანს კი მისი დაცვის ვალდებულება… რადგან ამ ჯოჯოხეთს ხედავენ და ებრძვიან თითქმის ყოველდღიურად.
უნივერსალიზაცია დემაგოგიაა და ამ საკითხზე მორალური დავა აბსურდიც კია – რომელ ცხოველზე უფრო შეგვტკივა გული… ვისზე უფრო განვიცდით, ვისზე უფრო ვრეაგირებთ. მე აგერ კატები მყავს და ემოციურად სწორედ ისინი არიან ჩემთან ყველაზე ახლო (ძაღლებთან ერთად)… სხვისთვის იქნებ ცხენია, ზოგისთვის ზაზუნა, ვიღაცისთვის ხვლიკიც კი… ალბათ, კაცობრიობა ოდესმე უარსაც იტყვის ზოგადად ცხოველის კვლაზე – და შესაძლოა ჭამაზეც კი (ამაზე დარვინიც კი მიგვანიშებდა ოდესღაც, სხვებზე აღარაფერს ვამბობ). მთავარი აქ ისაა, ჩვენ, ინდივიდუალურად როგორ ვიცავთ და ვზრუნავთ საყვარელ არსებაზე… ეთიკასა და თანაგანცდას აქ ინდივიდუალური და კულტურული ასპექტიც განსაზღვრავს. ისევე, როგორც საზოგადოების განვითარების დონე. ეს მანიაკი კი, ვინც ძაღლს ფიცრითა და ჯოხით უჩეჩქვავს თავს, ყველა ადამანისთვის სახიფათოა!”
კომენტარები