ივანიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ და პრემიერობის კანდიდატის წარდგენის უფლებით – საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ პარტიის დამფუძნებელმა ამ უფლებების ქონა დაიმსახურა.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს “ქვეყანა უყვარს” და შესაბამისად, შეუძლია, რომ პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს. ზარქუა ამტკიცებს, რომ ამაზე გუნდი შეჯერდა.
რაც შეეხება, პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული ივანიშვილის საკადრო გეგმებს, ზარქუა ამტკიცებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს თანამდებობიდან მეორედ გადაყენება არ ემუქრება.
ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს – ძალიან აქტიურია, უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს, ეს იყო შიდა კონსულტაცია.
მეუბნებიან, ღარიბაშვილი იცვლება 2-3-4-5 დღეში – მე რომ გითხრათ იწვიმებს-თქო, თქვენი აზრით, სწორი ვარ თუ არა? თოვლი მოვა? ოდესღაც, პროგნოზი იყო ეგეც,“ – ამბობს ზარქუა.ტვპირველი
კომენტარები