„გორგიაში“ ახალი წელი აქციებით დაიწყო. ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს 2023 წლის შემაჯამებელ ფასდაკლებებს სთავაზობს.
„გორგია“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ სასურველი პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. თუ 2023 წელს ვერ მოასწარით ფასდაკლებებით სარგებლობა, ჰიპერმარკეტი შანს გაძლევთ, ამ შეთავაზებებით 2024 წელსაც ისარგებლოთ.
2023 წელს გორგიამ მომხმარებლებს 70%-მდე ფასდაკლება შესთავაზა, რომელიც ყველა სექციაში მოქმედებდა. სწორედ ამ აქციებს აგრძელებს ის 2024 წელსაც. 70%-მდე ფასდაკლება გრძელდება საახალწლო პროდუქციაზე და თუ რამის შეძენა ვერ მოახერხეთ, „გორგია“ გირჩევთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თუ საჩუქრის შეძენა ვერ მოასწარით საყვარელი ადამიანისთვის, ესეც არ არის პრობლემა, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, ფასდაკლებები ყველა სექციაზე ვრცელდება და აქ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ წვრილი ტექნიკას, ავეჯს თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.
„გორგიაში“ თქვენ დაგხვდებათ –
ლამინატი 13.90 ლარად,
ყავის მადუღარა 9,99 ლარად,
აეროგრილი 49,99 ლარად,
კარი 99 ლარად,
ელექტრო ხორცსაკეპი 65 ლარად,
ბლენდერი 59 ლარად,
მიქსერი 29,99 ლარად.
ფასდაკლებები მოქმედებს როგორც ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ ჰიპერმარკეტშიც – www.gorgia.ge.
„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის 8 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
კომენტარები