ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამომძიებელი პოლიციელი!!!!დაზარალებულის ტელეფონს ბლოკავს.
აი ის კაცი, ოფიცერი, რავიცი, ვინც არის…ვინც უნდა დამიცვას, არ მიპასუხა კი არა და, დამბლოკაააა!!!!არა, ვეღარც კი ვბრაზდები, ისტერიულად მეცინება.გიმრავლოთ ასეთი თანამშრომლები!ჩემი კუსტბის და კოსტას დაგლეჯვის ინციდენტი, მერე ზღვარგადასული შეურაცხყოფები და მუქარები ვისაც გახსოვთ, გეტყვით, რომ საქმე 30/12 -ში აღიძრა.ვინც დამკითხა, “ნამუსზე ამაგდო”– “რა დაჭერა გინდაო”,გეგონება ჩემ ნებაზე იყოს ვინმეს დაჭერა, ხოდა საქმე როგორ მუქარა არა, როგორც შეურაცხყოფა ისე აღიძრა.( ანუ, სქრინებიც კი არ წაიღო მუქარის შემცველი მესიჯების და ზოგადად ძალიან ზედაპირული ჩვენება დაწერა.ეგ კი არა, ძაღლის დაკბენის ფოტოებიც დაიკიდა.კი გავბრაზდი, მაგრამ “კაცურად” მივხედავო, ” კაცური” სიტყვა მომცა)მერე კი გავიდა აგერ 12 დღე დაკაციშვილი არ გამოჩენილა, ამბის მომტანი ან მომკითხავი.დღეს ავედი კუს ტბაზე, ეს კაცი მძორი ისევ აქ ეგდო, ისევ აშვებული ძაღლით, მომაყენა შეურაცხყოფა და მშვიდად გაიარა.ავიღე ტელეფონი, ვურეკავ გამომძიებელს და ჰოი საოცრებავ!დაბლოკილი აქვს ჩემი ნომერი!პოლიციელს დაზარალებულის ნომერი აქვს დაბლოკილი!!!( სხვა ნომრიდან ირეკება ჩვეულებრივად, შევამოწმე)30 დეკემბრის მერე საერთოდ არ დამირეკავს,(მაგის შემოწმებას რა უნდა!)ერთადერთხელ გუშინ, რა ხდებათქო ვიკითხე,ხოდა ასეა ჩვენი ამბავი.არაბიჭოს რა!მეტი საქმე არა აქვთ, ახლა ამით დაიღლიან თავს.მოგთაგავ შენც ბარემ აქვე, რომ იცოდე მაინც რა ხდება.P.S. ეს იმათ საყურადღებოდ განსაკუთრებით, მიდი პოლიციას მიმართეო რო ამიკელით.გითხარით?აღმოვჩნდი მართალი???
დამასკდა ტყუილა ნერვი.მაგას ჯობდა მე მეცემა ადგილზევე, მარა მე ნაღდად დამიჭერდნენ
კომენტარები