,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,აი რატომ ვართ ღარიბები და რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან!
2023 წელს ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო 9,4 მილიარდი დოლარია!!!
ექსპორტზე 6 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიტანეთ და 15,4 მილიარდის შემოვიტანეთ, თან ამ 6 მილიარდიდან 3,2 მილიარდი რეექსპორტია!!!
ქვეყანა ფაქტობრივად არაფერს აწარმოებს, დამოკიდებულია ტურიზმზე და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე! მომსახურე ერად აქციეს ქვეყანა, როდესაც ჯერ კიდევ 80–იან წლებში მხოლოდ სოფლის მეურნეობაში საქართველო აწარმოებდა 65 მილიარდი დოლარის პროდუქციას!
მართალი იყო გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი, როდესაც ამბობდა: „კოლონიის ტიპიური ნიშანი მასში მრეწველობის არარსებობააო!“
წლების მანძილზე ასე გამოიყურება ვაჭრობის სალდო:
2020 წელი: – 4,7 მილიარდი;
2021 წელი: – 5,8 მილიარდი;
2022 წელი: – 7,9 მილიარდი;
2023 წელი: – 9,3 მილიარდი.
ამ 9 მილიარდიდან, მილიარდ დოლარზე მეტი იმ ძირითადი პროდუქტების შემოსატანად გადის ქვეყნიდან, რისი წარმოებაც აქ მარტივად შესაძლებელია, რა თქმა უნდა სახელმწიფოს სურვილი რომ ჰქონდეს…“
კომენტარები