გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო კომუნიკაციისას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.
ლიდერებმა კიდევ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.
“2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, გერმანია კი მეორეზე.
კომენტარები