წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
ვუბრუნდები რეგიონში, სამეგრელოში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას.ზუგდიდში ტუბ.დისპანსერი დაიხურა.იმის ნაცვლად, რომ ხალხის მოთხოვნის ადეკვატური იყოს ჯანდაცვა. პირიქით ხდება, ჯანდაცვა სხვა და სხვა ქვეყნებზე აწყობილი “გაიდლაინებით” აწარმოებს ხალხზე ექსპერიმენტებს.სამეგრელოში ორი მუნიციპალიტეტი ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს, წალენჯიხა და ზუგდიდი! ამიტომ, სპეციალური სტრატეგიაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით. ან გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი ხედვის არეალში ვერ აქცევს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც ტუბ.დისპანსერს ზუგდიდში არ დახურავდა.მოკლედ, მივმართავ მთავრობას, დღეს ჯანდაცვის მომსახურება სამეგრელოში მიდის რეგრესისაკენ. ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი: გაიაზრეთ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და გახადეთ ჯანდაცვა ხალხისათვის ხელმისაწვდომი შესაბამისი სერვისებით.
კომენტარები