დღეს მარნეულში, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.
კოვიდინფექცია ასევე ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.
კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული.
კომენტარები