„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გახარიას განცხადებაზე:
„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა. ყოველ ახალ ვიდეოზე ტკბებოდა, განსაკუთრებით ციხეში გადაღებული წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებზე.
გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი. შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც, ამ საოჯახო გარემოს თანამოაზრეთა განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა. რამაც შემდგომში ოჯახიდან გამოტანილი ამბების ტირაჟირებაში, თავისი ყოფილი კოლეგების “ჩაშვებაში” მას ხელს თურმე, არანაირად არ უშლიდა. დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა. აქ თვით “ჩაშვების” ფენომენია მთავარი და ამ შეგრძნებით ტკბობა.
ძნელია არ დაეთანხმო “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის ვერდიქტს: “ჩაშვება” ქართული მენტალობის ძლიერ მხარეს არასდროს წარმოადგენდა. ოჯახიდან საჯარო სივრცეში ფეიკისა თუ სიმართლის გამოტანა ქართველ კაცს არასდროს ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ყველა ეპოქას ახასიათებდა “ჩაშვების” ჩამდენი და “ჩამშვებობით” ეიფორიაში მყოფი კონტინგენტი, მაგრამ 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ამას კახიმ სამართლიანად გაუსვა ხაზი ,არა მგონია 5%-მდე ოდენობის მოიძებნოს…“
კომენტარები