პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ასე იწყება 19 იანვრის დილა მთიულეთში, წყალკურთხევა ჰქვია. მთიულები მზის პირველ სხვებთან ერთად დგებიან, არაგვის ჭალისკენ უბრად მიდიან, “უნძრახის” წყალს იღებენ და დათოვლილ, სუფთა ადგილას თავიანთი მიცვალებულების სახელზე დაღვრიან… თან სახლში ჩამოქნილ, კელპატრის სისქის სანთელს ანთებენ,19 იანვრის დილას ჰაერში თაფლის სანთლის გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს.გამთენიისას შეკრებილი არაგველები ჩუმად, უხმოდ რომ ლოცულობენ, გადათეთრებულ ჭალაში რომ თოვლზე სანთელს ანთებენ და სარიტუალო ქადას – ხავიწს ჯვრის ფორმაზე სერავენ, საოცარი სანახავია… ალბათ, მეტად შთამბეჭდავია ამ დროს სანთლის მკრთალი შუქით განათებული არაგვის ხეობა…
მერე, იქვე, ჭალაში რიტუალის შესასრულებლად გასული მთიულები ერთმანეთს გარდაცვლილებს და ცოცხლებს ჟიპიტაურით დაულოცავენ. ხავიწის ქადა მიცვალებულების სახელზე კეთდება, ხინკალი – ცოცხლების. ძველად ხინკალს ლხინრკალი ანუ ლხინის რკალი ერქვა…ასე ლხინის რკალით და ჭიქა არყით ერთმანეთს დალხენილ ცხოვრებას უსურვებენ…ასეთია მთა, მთის წესები, ცოტა უცნაური და ძალიან შთამბეჭდავი…
კომენტარები