საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
ტაქსით ვიმგზავრე. მძღოლი ძალიან გამწარებული იყო. ოთხი ჯარიმა მომივიდა, 50 ლარიანები, სახლში რაღა წავიღო, მაგათთვის არაფერია ეს ფული, ამ მშრომელ ხალხს რას გვერჩიან, ოჯახი როგორ უნდა შევინახო, არ მინდა ქვეყნიდან წასვლა, ძალით მაგდებენო. ამ ხელისუფლებას მშრომელი ხალხის გადარევა გადაიყოლებს, ამ ომში რომ არ ჩაერთვნენ კი მომიბრუნდა გული ამათზე, მაგრამ ახლა მტერი გამხადეს თვითონო. ისედაც ძლივს გაგვაქვს თავი და ესენი კვანტებს გვიდებენო. ყველა ამ ჭკუაზე ვართო.ეს მონოლოგი უხვად იყო შეკაზმული გინებით..მომიყვანა, მომიბოდიშა -თავი ვეღარ შევიკავეო.ერთი მშრომელი და მეოჯახე კაცი იყო.სოციალური უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის საქართველოში სულ უფრო ღრმავდება.ლიდერები ვართ ამ საკითხში, სამწუხაროდ.ნაცების და ოპოზიციის სიგიჟეების ხარჯზე ფონს გასვლა პრობლემურია.კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს -როგორც ნათქვამია.
კომენტარები