სეისმოლოგი თეა გოდოლაძე:
„SOS!
მშენებარე მრავალსართულიან კორპუსებთან დაკავშირებით, ხშირად მოგვმართავს მოსახლეობა. ჩვენთან ძირითადად შეკითხვებია გეოლოგიურ პირობებზე და სეისმურ დატვირთვებზე(მიწისძვრის ფაქტორი რამდენად სწორადაა გათვალისწინებული კონსტრუქციის დათვლისას).
მივმართავ მშენებლებს და კონსტრუტორებს,
ავტვირთე ერთერთი მაგალითი ყოვლად დაუშვებელი კვლევისა და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი ძალიან, ძალიან ბევრია. რომ ვიძახი მაღალასართულია სახლები გაცილებით მოწყვლადია მიწისძვრის დროს და საშიშია თქო, კი არ ვიგონებთ. ნებისმიერ გამართულ და კარგ სამშენებლო ნორმაში წერია ეს. წერია ეს 2009 წლის ქართულ ნორმაშიც.
მეორე კატეგორიის გრუნტზე (კვლევის ავტორი არ წერია და დაახლოებით ვიცი ვინ შეიძლება იყოს.) გრუნტის მაქსიმალური აჩქარება 0.128g-იო. საიდან გამოიყვანა ეს ციფრი, არ არსებობს მსგავსი რამ. ესაა სპილოს ფეხის დაბიჯების მაგივრად, ბუზის ბზუილზე რომ გათვალო 22 სართულიანი შენობა. და ეს ხდება მასიურად! ასეთ აბსურდს უტარდება ექსპერტიზა და მშენებლობას ეძლევა მწვანე შუქი. დამკვეთი ნაკლებ რკინაბეტონს იყიდის. მერე რა, თუ 1999 წლის რუკაზეც კი, 0.17g-ა. დაუკლო ჯიგარმა. სამაგიეროდ ვიღაცის შვილი, შვილიშვილი ან შვილთაშვილი შეეწირება, ან სახელმწიფო ჩამოიშლება. მერე რა, თავად ხომ კარგად იცხოვრა არა! მოქაფა ფული. კიი, შეიკარით ახლა ეს ფულიანი ბიძები და სამბოისტ-მოჭიდავეები, ყველა ერთად და კიდევ ბრალი წამიყინეთ არ არსებულ საქმეებზე! ახლა კაცზე სილის გარტყმა კი არა, ტერაქტის მოწყობა დამაბრალეთ.“
კომენტარები