ტვ ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირებულია 367 ადამიანი, რაც არის მოსახლეობის 0.01%. სერიოზულ/კრიტიკულ მდგომარეობაში მსოფლიო სტატისტიკაში რაც წერია იმის მიხედვით გვყავს 6 ადამიანი. დანარჩენი როგორც ჩანს მსუბუქია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელზე დაბლა კორონა არასდროს არ ჩამოვა, ანუ ეს არის მინიმალური მაჩვენებელი და რახან გაჩნდა კორონა, ამდენი დაინფიცირებული სულ გვეყოლება. თვენახევარია ველოდებით პიკს, რომელიც არ მოდის. პიკის ლოდინში გავაჩერეთ მთელი ქვეყანა და ათასობით ადამიანს ვწირავთ სასიკვდილოდ როგორც შიმშილით, ისე სხვა დაავადებებით, რომელთა სიმპტომებს ბევრი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ექიმთანაც ვერ წავა ძალიანაც რომ უნდოდეს თუ სიკვდილის პირას არ არის. მე ხელი არ მიმიწვდება მათთან, ვინც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს და იქნებ ვინმემ გაიკითხოს, რამდენი უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ 3 700 000 ადამიანი კორონას შიშით არ ამოგვწყვიტონ, რას ველოდებით? რა გვინდა? სანამ 0 კორონიანი არ გვეყოლება მანამდე უნდა გავშეშდეთ?”
კომენტარები