“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
რაღაც ეტაპზე სესხის გამოტანა ვცადე ბანკიდან. რამდენიმე ბანკთან მქონდა მოლაპარაკებები.
ორ რამეს გავიხსენებ მაგ ფოციალიდან:1) პროცენტი რაც მითხრეს მეძვირა, მაგრამ ბაზარზე არსებულზე დაბალი იყო, რადგან კარგი გადამხდელი ვარ, და ეს ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომ მათთან ამეღო და არა სხვაგან.და ერთ-ერთმა რომ პროცენტი მითხრა, ჩემთვის ძვირი მაგრამ საერთო კუთხით დაბალი, დასძინა, რამდენიმე წლის წინ კი უფრო დაბალი იქნებოდა, მაგრამ ახლა ასეაო.2) ორივე ბანკს სურდა სესხი მოეცა, კონკურენტზე უკეთესი პირობების შეთავაზებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერცერთმა მომცა ის რაოდენობა, რაც მინდოდა – რეგულაციები არ აძლევდა საშუალებას. ბანკს უნდოდა მოცემა, მე მინდოდა აღება, მაგრამ ვერ.ეს საკითხი არ ეხებოდა ისეთ გამოუვალ თემას, როგორიც საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაა, ამიტომ მევახშესთან აღარ მივედი იმ თანხის საშოვნელად, რაც ბანკმა რეგულაციების გამო ვერ მომცა.დანაზოგი არ მაქვს. უცებ თავზე დიდი ხარჯი რომ დამეცეს, ერთადერთი იმედი სესხია. თუნდაც ძვირი. ბანკი როცა ვერ მომცემს საჭირო თანხას რეგულაციების გამო, მაშინ მთავარი სიკეთე ჩემთვის მევახშეა. ის მომცემს.ქართული ოცნება მოვიდა იმ დროშით, რომ აი, მევახშეებს ებრძვის, ვალებს ჩამოწერს, იაფ ფულს დაარიგებს. შემოიღო შეზღუდვები, საბანკო, ასევე კერძო პირებზეც (მევახშეებზეც).აქედან რამდენიმე წელიწადში სესხი უფრო ძვირია ჩემთვის და ყველასთვის.ავსტრალიაში შალვას ოჯახის მეგობარმა ცოლ-ქმარმა ეზოიანი სახლი იყიდეს 2 პროცენტიანი სესხით და ისე იხდიან ვერც იგებენ.ამ დროს გონიერმა ადამიანმა უნდა დასვას კითხვა – რა უნდა გაკეთდეს, რომ სესხი იყოს უფრო იაფი, ნაკლები გამოსახლება ხდებოდეს და ადამიანებს ან არ სჭირდებოდეთ სესხის აღება ან ადვილად ახერხებდნენ გადახდას.ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც ფეისბუქზე ამ დღეებში ნებისმიერი ბანაკიდან წერდა სურს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, ნაკლები ტრაგედიები, ნაკლები გაჭირვება და გამოსახლება, იაფი სესხი და მეტი შემოსავალი. ეს სურს ყველას.(საკმარისად არ ტირი და შენ ბავშვებისთვის ცუდი გსიამოვნებს – ამის მთქმელებს არ ვესაუბრები, დაქნეულებად ვთვლი ან ფარისევლებად)რა უნდა ვქნათ, რომ მივაღწიოთ იმას, რაც სურს ყველას ამაზეა სასაუბრო.რა პოლიტიკა მიგვაახლოვებს ამ მიზანთან და რომელი პოლიტიკა დაგვაშორებს? – აი, ამაზეა სამსჯელო.ისტერიკული ბაკუნი მესმის ძირითადად. მოდი ერთად ვიტიროთ არის ინფანტილური მოწოდება.ისევ მევახშეებს რომ მივუბრუნდეთ და ისტერიკას.ინგლისის მეფემ ედუარდ პირველმა ომის დასაფინანსებლად დიდი თანხა ისესხა ებრაელი მევახშეებისგან. 1290 წელს კი შემოიღო “Edict of Expulsion”, რომელიც ებრაელების ქონების კონფისკაციას და მათი ინგლისიდან გაყრას გულისხმობდა.
არაფერი ახალი ამ ცისქვეშეთში.
კომენტარები