გადაცემა “დღის ამბებში” ჩართვისას, სადაც განხილვის თემა იყო კერძო მევახშეებისგან ნასესხები თანხები, საბანკო პოლიტიკა და ის პრობლემები, რაც ამ საკითხებს უკავშირდება, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს უთხრა, რომ “პროვონციულად ესარჩლება” თამთა მიქელაძეს.
ჩერგოლეიშვილი:
-დიანა, გადაეჩვიეთ ამ რაღაცა პროვინციალურ გამოსარჩლებას, დაწერა პოსტი და თუ არ იცი, წაიკითხე.
ტრაპაიძე:
–ნუ ყვირით, არ ვიცი რა პოსტი დაწერა, თამთა მიქელაძემ. გააკრიტიკეთ ვინც გინდათ, მაგრამ თამთა მიქელაძეზე ხომ არ გვაქვს ეთერი?
ჩერგოლეიშვილი:
–იდეებზე გვაქვს ეთერი, იდეებს ადამიანები გამოხატავენ, ან შეეგუებით იდეების განხილვას, ან დარჩებით ორღობეში.
ტრაპაიძე:
–ნუ ყვირით, ძალიან გთხოვთ, ნუ ყვირით…
ჩერგოლეიშვილი:
–რას ქვია ნუ ვყვირი, თუ არ იცი, მკითხე და გეტყვი რა დაწერა…
ტრაპაიძე:
–ძალიან გთხოვთ, ნუ ყვირით, არ გჭირდებათ ეთერში ყვირილი.
ჩერგოლეიშვილი:
–რას ქვია ნუ ვყვირი, ეგეთი ხმა მაქვს, ინგა გრიგოლიასაც ეუბნები ნუ ყვირიო?
ტრაპაიძე:
–ინგა გრიგოლია ჩემი სტუმარი რომ იქნება და ასე ილაპარაკებს, ვეტყვი, რომ დაწყნარდეს, ნუ ყვირის.
ვიდეოს მთლიან ვერსიას, თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს:
ევროპული საქართველო გააუქმებს იმ საბანკო რეგულაციებს, რაც ადამიანებს შედარებით იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს
კომენტარები