კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა – საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში აქტივისტების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს და საქმე სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს.
მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 18 მარტს 12 საათზე გაიმართება.
“თუ ლექტორები არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ აქციებს” – სტუდენტები
კომენტარები