უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
თუ თქვენ იპოთეკური სესხი გაქვთ 1 წლით და 100 000 ლარის ოდენობით, რომლის საპროცენტო განაკვეთი 14%-ია, რამდენი ლარი რჩება კომერციულ ბანკს სარგებელი თქვენი სესხიდან?
თქვენს მიერ გადახდილი პროცენტიდან (რაც დაახლოებით 14 000 ლარი იქნება) დაახლოებით 9500 ლარს ეროვნული ბანკი (ანუ ხელისუფლება) წაიღებს, ხოლო დაახლოებით 4500 ლარს კომერციული ბანკი. კომერციული ბანკები იმ ფულს, რომელიც თქვენ უნდა გასესხონ თავად ეროვნული ბანკისგან სესხულობენ. რეფინანსირების განაკვეთი 2023 წლის ბოლოდან 9.5%-ია, მანამდე 10% იყო.ლარიზაციის პროექტამდე კომერციულ ბანკებს შეეძლოთ უფრო დაბალპროცენტიანი თანხა მოეზიდათ გარედან ევროსა და დოლარში და სესხზე უცხოურ ვალუტაში განაკვეთები 6-8% ყოფილიყო. ახლა ეს აკრძალული აქვთ. ამ შეზღუდვას (ე.წ. ლარიზაციას) ქონდა საკუთარი არგუმენტები, მაგრამ მაინც.
ეს ისე, კარგად რომ ვიცოდეთ, ვინ არის სესხის პროცენტებით მთავარი “მოსარგებლე” დღეს.
კომენტარები