მოდელი, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ძალიან ბევრს აინტერესებს ,თუ რატომ დავწერე ე.წ. სკანდალური* სტატუსი .ყველაზე ცუდი ჩემს მდგომარეობაში არის დამალვა და გაჩუმება.რატომღაც მგონია,რომ რაც უფრო მეტს ვიტყვი, ხმამაღლა სიმართლეს, მით უფრო მეტად ვიქნები დაცული.2024 წელია და სასამართლოდან გამოსულს მუქარა გზაში არ უნდა გეწეოდეს ადამიანს,მითუმეტეს როდესაც არაფერი არ დაგიშავებია.ვიცი, ბევრი სისაძაგლე ვრცელდება ჩეზე, რაც მოსალოდნელი იყო. (2010/2011 წლებში გავიარე .) ვიცი რა წესებით მეთამაშებიან .უბრალოდ ავიწყდებათ, რომ მეც ადამიანი ვარ და ჩემს მოთმინებას და თავის დახრას აქვს საზღვარი და თუ უნდა დავისაჯო სიმართლის თქმის გამო, დაე დავისაჯო.…15 იანვარს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში იყო პროცესი, სადაც მე და ჩემი შვილი თამარ გამსახურდია ვიმყოფებოდით. მოსამართლემ ჰკითხა ჩემს შვილს, მამისის ანუ ცოტნე გამსახურდიას მონახულებასთან დაკავშირებით, რას ფიქრობდა .თავდაპირველად თამარმა გამოთქვა სურვილი,რომ მას უნდოდა ჩემთან ერთად შესვლა და დაასაბუთა, რატომ …შემდეგ მოსამართლებ ჰკითხა, რა აზრის იყო მარტო შესვლაზე, რაზეც დადებითი პასუხი გასცა ბავშვმა. ჩაინიშნა დღე და საათი.შემდეგ მანანა არჩვაძე–გამსახურდიამ ჰკითხა თამარს, რომ ადვოკატებით შესვლაზე რას ფიქრობდა, რაზეც ბავშვმა მიუგო, რომ ის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავდა ამისთვის და თქვა, რომ მარტო შევიდოდა.სასამართლო დარბაზიდან გამოსულებს, გზაში დაგვეწია მუქარის ზარი … სადაც ქალბატონი მანანა დამემუქრა, რაღაც 30 წუთიანი ფილმის გავრცელებით, რომელიც მე თბილისიდან ამორთქლებდა ან მე ავორთქლდებოდი. ასევე ყვიროდა და მეუბნებოდა, რომ დამერიგებია ჩემი შვილი თამარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველაფერს დაკარგავდა … ეს ყველაფერი თამარმა, თავისი ყურით გაიგო.საღამო ხანს მან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვითომცდა არაფერი, თამარს აქებდა და ადიდებდა .ვინ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? მართლა მაინტერესებს .!ბებია რომელიც თავის უფროს შვილიშვილს დედის აორთქლებით ემუქრება და ყველაფრის დაკარგვით, ეს ნორმალური საქციელია ? უბრალოდ უნდა გამეტარებია ?
“17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩემზე ფიზიკურად იძალადა ცოტნე გამსახურდიამ” – სოფია ჩიკვილაძე
კომენტარები