• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეხვეწებით, გემუდარებით, თუნდაც ერთი ლარი მაინც გადარიცხეთ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
06:07 01-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,311

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:”

აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილს ურო რომ არ მოხვედროდა და თავდადებულ ადამიანებს მარინა ხატიაშვილის ბინაში ბარიკადები რომ არ აღემართათ, ამ დღეებში სამ ოჯახს, მკაცრი ზამთრისა და ყინვის მიუხედავად, ქუჩაში გამოყრიდნენ.

ურომ და ბარიკადებმა აჩვენა გამომძალველებისა და თაღლიღების დამცველ სისტემას, პოლიტიკურ კლასს, რომ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართება, ხანდახან ხალხსაც, მცირე სოციალურ ჯგუფებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და მათი სასტიკი და აუღელვებელი ნაბიჯების შეფერხება.

სისტემა წინააღმდეგობას არ პატიობს არავის და დაუნდობლად სჯის ადამიანებს, რომლებმაც მათ მიერ შექმნილ ჭაობში წყლის ამოძრავება სცადეს.

ყოველგვარი გადაჭარბებისა და პათეტიკის გარეშე ვამბობ, დღეს ჩვენ, როგორც საზოგადოებას გამოცდის ჩაბარება გვიწევს. გამოცდის ჩასაბრებლად ორი რამ მაინც უნდა მოვიმოქმედოთ:

1. ძალადობრივი გამოსახლების წინ კეკელიძის ქუჩაზე ბარიკადების აღმართვისთვის; უროებითა და “ბალგარკებით”, ცრემლსადენი გაზითა და ფოლადის ფარებით შეიარაღებულ პირებთან დაპირისპირებისთვის 18 ჩვენს თანამოქალაქეს 2000-2000 ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული.

არცერთი მათგანი მდიდარი არ არის, მათ ბარიკადები ჩვენი სახელითაც აღმართეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი იქ იდგებოდა, რომ არა ავადმყოფობა, აუტანელი სამუშაო გრაფიკი, ახლობლისთვის მისატანი წამალი, ემიგრაცია და ა.შ. თუ მათ გვერდით ვერ დავდექით, ფული მაინც შევუგროვოთ!

გეხვეწებით, გემუდარებით, თუნდაც ერთი ლარი მაინც გადარიცხეთ მითითებულ ანგარიშზე, რათა ოდნავ მაინც შევეხიდოთ უმოწყალოდ დიდი თანხით დაჯარიმებულ ადამიანებს.

თიბისი ბანკი: #GE53TB7834745061600036
საქართველოს ბანკი: #GE13BG0000000740090400
მიმღები: მარიამ ნანეიშვილი

2. არ უნდა დავუშვათ დაკავებული პირების სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯა და მათი ციხეში გამომწყვდევა.

როცა ცეცხლით ცდილობ რკინის კარის გადაჭრას, ხალხით სავსე ოთახში უშვებ ცრემლსადენ გაზს, უროთი ამტვრევ და ლეწავ ყველაფერს, რაც წინ გადაგეღობება, თან ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ საზიზღარ მევახშეს ასსამოცდამეორე ბინის დატაცებაში დაეხმარო, პატარა ოჯახი კი უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე დატოვო, მაშინ არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს! მათ შორის არც ის, თუ შენს უროს გამოგგლეჯენ ხელიდან და შენი უწყების ცარიელ მანქანას ერთი-ორჯერ დაარტყამენ.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ხასაია ჩვენი ქვეყნის არაჩვეულებრივი შვილია! გასული ათწლეულის დასაწყისში გავიცანი (თუმცა, ახლობლები ნამდვილად არ ვართ), როდესაც თავის მშობლიურ ქალაქში, დიდებულ ქუთაისში დისკუსიებსა და განხილვებს მართავდა სოციალური სამართლიანობის თემებთან დაკავშირებით. მისი წრის, განხილვების გარეშე უამრავი სოციალური პროტესტის ხმა შეიძლება საერთოდ არ მისულიყო საქართველოს კულტურულ დედაქალაქამდე.

უაღრესად საინტერესოა მისი შემოქმედებაც. ჩემთვის უფრო მეტად მისი თარგმანებია ცნობილი. გიორგის არაერთი გამორჩეული სოციალისტი ავტორის ტექსტი მიუტანია ქართველ მკითხველთან და შეუხსენებია ჩვენთვის, თუ რომელი კლასის მხარეს უნდა იდგეს ხელოვნება.

გიორგი უაღრესად საჭირო საქმეს ეწევა, როგორც ანთროპოლოგი და გერმანიაში ჩვენი შრომითი მიგრანტების ყოფას იკვლევს.

განსაკუთრებით კი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მან და მისმა მეგობრებმა თბილისში ხალხის კაფე “პრაქტიკა” შექმნეს (მსმენია რამხელა შრომა ჩადეს ამ საქმეში). კაფემ უამრავი სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახადა ნორმალური საკვები და თავისუფალი სივრცე ურთიერთობებისთვის, ცოდნის გაცვლისთვის. ამ კაფედან დაიწყო კამპანიები ფარმაცევტული მაფიის წინააღმდეგ, სკოლებში უფასო კვების დაწესებისთვის, საერთო საცხოვრებლისთვის და ა.შ. (იხ. მოძრაობა “ხმის” გვერდი).

გიორგისა და დანარჩენების მიერ ჩამოყალიბებულმა კაფემ და მოძრაობამ სიცოცხლე დაუბრუნა მკვდარ, კლასობრივი და სოციალური საკითხებისგან გაძარცვულ ქართულ მემარცხენეობას !!!

ის კარგი შემოქმედი, დაჩაგრული ადამიანების ქომაგი და ბრწყინვალე ორგანიზატორია, რომელმაც ორჯერ ჩაარტყა ურო სპეკულიანტების დასაცავად ძალადობისთვის მოვარდნილი სამსახურის მანქანას!

თუ საჭირო გახდა, ათასობით ადამიანი თავდებში უნდა დავუდგეთ დაკავებულებს!

? ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი, ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა!

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved