პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ტვ პირველთან ამბობს რომ სამთავრობო ცვლილებები ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაწყვეტილი, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ამას მიხვდა წესდებაში ახალი ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია პრემიერ-მინისტრის წარდგენა.
რას შეეწირა ღარიბაშვილი?, ამ კითხვას ბესელია ასე პასუხობს:
როგორც ჩანს შიდა დინებებს დაჯგუფებებს შორის კონფლიქტური კერების გაჩენას, ინტერესების გადაკვეთას, მათ შორის კორუფციულ ინტერესებს, რომლის ზღვარიც იმდენად შორსაა წასული და იმდენად ღრმაა, რომ ბევრი საჯარო ინფორმაციაც იდება, მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიებები. იმდენად შორსაა ეს წასული, რომ ეს პრობლემა გახდა ივანიშვილისთვის, ის არ მიიღებდა სხვაგვარად გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს კონფლიქტი ძალიან ღრმაა.
ბესელია ამბობს იმასაც, რომ ივანიშვილმა ამჯერადაც ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. იგი თვლის, რომ ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ გაათავისუფლა და ამიტომ გადაიყვანა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე:
ღარიბაშვილი არ არის ირაკლი კობახიძე, მისი ხისტად გაშვება დამაზიანენელი იქნებოდა.
კომენტარები