“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ტყუილი ევროპარლამენტში არ “გაუპრავდა“.
“მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. დიდი ხანია ხელისუფლებას ვაფრთხილებით, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია უმწვავესი იქნებოდა. ევროპარლამენტარებმა “ქართული ოცნების“ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, ივანიშვილის ტყუილს არავინ ჭამსო.
ის, რომ პოლიტიკასთან ვერმოსულ ხელისუფლებას მდარე და შეურაცხმყოფელი ტუყუილები ახასიათებს, სამარცხვინოა. 7 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკის ანაბანაც ვერ ისწავლა.
“ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს ზურგი შეაქცია. გია ვოლსკიმ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ყველგან ნაცები არიან, მაინც არაფერი ეშველებათ. ევროპარლამენტარების განცხადებებში სიტყვა – „პოლიტპატიმარიც“ იყო ნახსენები, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა“
კომენტარები