სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სურდათ მისთვის საქმის ახალი დეტალები გაეცნოთ. თამუნა მუსერიძე ცოტა ხნის წინ გამოვიდა პოლიციიდან;
,,გამოვედი, მშვიდობაა. გამოძიება მიმდინარეობსო. ზოგი საქმე დაიხურა, ზოგს ისევ ვიძიებთო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ხანდაზმულია, დოკუმენტრბი განადგურებულია და მთავარი დამნაშავეები გარდაცვლილები არიანო.”
კომენტარები